საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა მადრიდის რეგიონული მთავრობის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გენერალურ დირექტორთან
2026 წლის 24 მარტს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა მადრიდის რეგიონული მთავრობის კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გენერალურ დირექტორთან მანუელ ლაგოს ხისმეროსთან.
მხარეებმა განიხილეს საელჩოსა და მადრიდის რეგიონულ მთავრობას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის სფეროებში.
ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივ ფესტივალებში მონაწილეობასა და კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებზე.
