საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ესპანეთის კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომისიის პრეზიდენტთან
2026 წლის 23 მარტს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ესპანეთის კონგრესისა და სენატის ევროკავშირის შერეული კომისიის პრეზიდენტთან ალბერტო ფაბრა პარტთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე.
მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
