Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

სანტანდერში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. სანტანდერის მერთან ხემა იგუალ ორტისთან

2026 წლის 15 ოქტომბერს, სანტანდერში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ქ. სანტანდერის მერთან ხემა იგუალ ორტისთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ყურადღება ასევე გამახვილდა ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და განვითარებაზე.

მხარეებმა მზაობა გამოთქვეს დელეგაციების ვიზიტების გაცვლის, ადგილობრივ ფესტივალებსა და ფორუმებში საქართველოს მონაწილეობისა და ერთობლივი ღონისძიებების გამართვის კუთხით.