Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

2026 წლის 28 იანვარს, ქ. მადრიდში, საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

2026 წლის 28 იანვარს, ქ. მადრიდში, საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი, ხოლო ესპანურ მხარეს - სახელმწიფო მდივანი, დიეგო მარტინეს ბელიო. 

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. იმსჯელეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე.

გიორგი ზურაბაშვილმა ესპანელ კოლეგას გაუზიარა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს. 

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზაობა განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა.

 შეხვედრას ესწრებოდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.

 ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მინისტრის პირველი მოადგილის შეხვედრები ესპანეთის სენატსა და კონგრესში.