Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა საელჩოში მადრიდის “Autónoma” უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

2026 წლის 16 მარტს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა საელჩოში მადრიდის “Autónoma” უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ ფერნანდო კამაჩოს უმასპინძლა.

ღონისძიების დროს ელჩმა მიმოიხილა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

ისაუბრა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს გეოსტრატეგიულ როლსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

ასევე სტუდენტებს გააცნო საქართველოს კულტურა და ტურისტული პოტენციალი.