Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტთან

2026 წლის 21 აპრილს, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ესპანეთის დეპუტატთა კონგრესისა და სენატის ეროვნული უსაფრთხოების შერეული კომისიის პრეზიდენტთან, ედურნე ურიარტე ბენგოეჩეასთან. შეხვედრაში მონაწილეობდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.
 
მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული ურთიერთობები, თანამშრომლობის დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, მიმდინარე ომებსა და მათ გავლენაზე გლობალური უსაფრთხოების გარემოზე.
 
ესპანურმა მხარემ ქართულ დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის მიგრაციის, კიბერუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე. შეხვედრაზე
ხაზი გაესვა აღნიშნულ სფეროებში გამოცდილების გაზიარებისა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას.