ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტთან
2026 წლის 22 აპრილს, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ კომიტეტის წევრებთან ერთად შეხვედრა გამართა ესპანეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტთან, პილარ მილაგროს როხო ნოგუერასთან და კომიტეტის წევრებთან. შეხვედრაში მონაწილეობდა ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო–ესპანეთის ურთიერთობებზე, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
ქართულმა მხარემ ესპანელი კოლეგები ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
