საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა მადრიდის რეგიონული მთავრობის თანამშრომლობისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გენერალურ დირექტორთან
2026 წლის 27 თებერვალს ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ჭკუასელმა შეხვედრა გამართა მადრიდის რეგიონული მთავრობის თანამშრომლობისა და ევროკავშირთან ურთიერთობების გენერალურ დირექტორთან, გილიერმო კირკპატრიკ დე ლა ვეგასთან.
მხარეებმა განიხილეს საელჩოსა და მადრიდის რეგიონულ მთავრობას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები კულტურის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებში.
ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს საერთაშორისო ფესტივალებსა და ადგილობრივ ფორუმებში მონაწილეობასა და კულტურული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობებზე.
