Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში, ალჟირის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მაროკოს სამეფოში

მ.წ. 5-6 ნოემბერს ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი, ილია გიორგაძე სამუშაო მივლინებით იმყოფებოდა ანდორის სამთავროში. ვიზიტის პირველ დღეს ელჩმა შეხვედრა გამართა ანდორის საგარეო საქმეთა მინისტრ, მარია უბაჩ ფონტთან. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა მათი ორმხრივი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა ანდორის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი და საკონსულო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ჟოან ფორმერ როვირა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები და შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ვიზიტის ფარგლებში ილია გიორგაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ანდორის სამთავროს კო-პრინცს, ურხელის ეპისკოპოსს, ჟოან ენრიკ ვივეს ი სისილიას. 6 ნოემბერს ელჩი დაესწრო ანდორაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისათვის ორგანიზებულ ოფიციალურ მიღებას.