საკონსულო მომსახურება ქალაქ კორდობაში
ძვირფასო თანამემამულენო, მ.წ. 11 ნოემბერს საკონსულო მომსახურების მიზნით, ქ. კორდობაში 17:00-19:00 საათებში იწარმოებს მოქალაქეთა მიღება შემდეგ მისამართზე: Avenida Ministerio de la Vivienda 9D.
საკონსულო მომსახურების მიღების მსურველებმა, მომსახურების მიასაღებად, გთხოვთ წინასწარ მოგვწეროთ ქვემოაღნიშნული მონაცემები ელექტრონულ მისამართზე [email protected]:
სახელი/გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, საკონსულო მომსახურების სახეობა. (რამდენიმე მოქმედების განხორციელების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ თითოეულ მოქმედებაზე)
აქვე, გთხოვთ, იხილოთ იმ საკონსულო მომსახურების ჩამონათვალი რომელიც განხორციელდება საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში (წარსადგენი დოკუმენტებისა და ანგარიშის ნომრების მითითებით)
პასპორტი
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ!
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობა/ბინადრობის მოწმობებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეებზე გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რისთვისაც აუცილებელია დაინტერესებული პირის საკონსულო სამსახურში პირადი გამოცხადება (გამონაკლისია 9 წლამდე ასაკის ბავშვები).
პასპორტი გაიცემა განცხადების რეგისტრაციიდან 45 დღის ვადაში.
პასპორტის საფასური: სრულწლოვანისათვის - 44,67 ევრო, ხოლო 18 წლის ასაკამდე არასრულწლოვანისათვის - 22.33 ევრო. აღნიშნული თანხა უნდა გადაიხადოთ BBVA ბანკში არსებულ ანგარიშის ნომერზე 0182 2325 07 0204020424. გთხოვთ გადახდის ქვითარში მიუთითოთ იმ პირის სახელი და გვარი, რომელზედაც გაიცემა პასპორტი.
პასპორტის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
არასრულწლოვანი |
არასრულწლოვანის პასპორტის მოთხოვნისას აუცილებელია საკონსულოში ერთ-ერთი მშობლის პირადად გამოცხადება |
დისკზე ჩაწერილი და ერთი ამობეჭდილი ფოტოსურათი * |
ბავშვის დაბადების მოწმობა ** |
ბავშვის ძველი პასპორტის პერსონელური მონაცემების შემცველი გვერდის ასლი (თუ ოდესმე ფლობდა პასპორტს) |
ორივე მშობლის თანხმობა *** ორივე მშობლის პასპორტის ასლი |
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის ქვითარი |
სრულწლოვანი |
|
ძველი პასპორტის პერსონალური მონაცემების შემცველი გვერდის ასლი ან საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელზეც მითითებულია პირადი ნომერი დისკზე ჩაწერილი და ერთი ამობეჭდილი ფოტოსურათი * მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის ქვითარი |
|
!!! პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ადგილობრივ სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და წარადგინოთ მათგან პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ინგლისურ ენაზე. გასათვალისწინებელია, რომ განცხადებაში/ დოკუმენტში/ცნობაში უნდა იყოს მითითებული დაკარგული პასპორტის რეკვიზიტები, ანუ, ცალსახად უნდა დგინდებოდეს რომელი პასპორტი დაკარგა პირმა. ქვემოთ, გთხოვთ იხილოთ დამატებითი დეტალები. *****
*დისკზე ჩაწერილი ბიომეტრიული ფოტო- თეთრ ფონზე სპეციალური განათებით გადაღებული 3,5x4,5 სურათი, სადაც ადამიანის სახის გამოსახულება იკავებს 80%-ს.
**თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საქართველოში, წარმოადგინეთ დოკუმენტის ასლი.
თუ დაბადების მოწმობა გაცემულია ესპანეთში (ან სხვა ქვეყანაში), წარმოადგინეთ ორიგინალი აპოსტილით დამოწმებული საერთაშორისო/მრავალენოვანი (Internacional/Plurilingüe) დაბადების მოწმობა, რომელიც ესპანეთის ტერიტორიაზე გაიცემა სამოქალაქო რეესტრის ფილიალებში გაიცემა ან ქართულ/ინგლისურ ენაზე ოფიციალურად თარგმნილი და აპოსტილით დამოწმებული მოწმობა. დოკუმენტი აპოსტილით უნდა დამოწმდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებში. არ მიიღება ნოტარიუსთა ბიუროებში აპოსტილით დამოწმებული დოკუმენტები.
***მშობლების თანხმობა შესაძლებელია გაკეთდეს საკონსულოში ორივე მშობლის პირადად გამოცხადებისა და მათ მიერ საკუთარი მოქმედი პასპორტების წარმოდგენის საფუძველზე. ეს მომსახურება უფასოა.
თუ ორივე მშობელი ვერ ახერხებს საკონსულოში პირადად გამოცხადებას, წარმოადგინეთ ადგილობრივი ნოტარიუსის მიერ გაცემული ქართულ ან ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული თანხმობა (შინაარსი: მშობლები (სახელი-გვარი) თანახმანი ვართ, რომ ჩვენმა შვილმა (სახელი-გვარი) მიიღოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ასევე, მშობელს შეუძლია თანხმობა გააკეთოს ონლაინ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე: sda.gov.ge
****იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეს პასპორტი დაკარგული აქვს, აუცილებლად უნდა წარადგინოს შესაბამისი განცხადება პოლიციიდან.
***** გასათვალისწინებელია, რომ განცხადებაში/ დოკუმენტში/ცნობაში უნდა იყოს მითითებული დაკარგული პასპორტის რეკვიზიტები, ანუ, ცალსახად უნდა დგინდებოდეს რომელი პასპორტი დაკარგა პირმა. დოკუმენტის რეკვიზიტი არის ყველა ის მონაცემი, რითაც ამ კონკრეტული პასპორტის იდენტიფიცირება და მფლობელთან მისი დაკავშირება იქნება შესაძლებელი - ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი სამსახური და ა.შ. თუ როგორ უნდა მოხდეს დაკარგული დოკუმენტის იდენტიფიცირება, ხშირად კონკრეტული გარემოების შეფასების საგანი იქნება. შესაძლებელია დაკარგვის შესახებ ცნობაში არ იყოს მითითებული პასპორტის ნომერი, მაგრამ მასში მითითებული ინფორმაცია საკმარისი იყოს დოკუმენტის იდენტიფიცირებისათვის. მაგალითად:
1. თუ მოქალაქეს აღებული აქვს მხოლოდ ერთი პასპორტი და მიუთითებს, რომ სწორედ ის პასპორტი დაკარგა, შესაძლებელია ვთქვათ, რომ დოკუმენტის მონაცემები დადგენილია;
2. შესაძლებელია მიუთითოს, რომ დაკარგა 2015 წელს აღებული პასპორტი და ვადგენთ, რომ სხვა პასპორტი მასზე 2015 წელს არ გაცემულა;
3. ან მიუთითოს, რომ დაკარგა პორტუგალიაში მიღებული პასპორტი და მხოლოდ ერთი დოკუმენტია, რომელიც გაიცა პორტუგალიაში;
4. ან მიუთითა, რომ დაკარგა მინდობილობით მიღებული დოკუმენტი და ა.შ.
ყველა ამ შემთხვევებში, დოკუმენტი იდენტიფიცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ნომერი შეიძლება არ იყოს მითითებული. მაგრამ, თუ იქნება შემთხვევა, რომ მოქალაქეს მაგ. 2015 წელს აღებული აქვს ორი პასპორტი და ვერ ამბობს, ამ ორი პასპორტიდან რომელი პასპორტი დაკარგა, მაშინ აუცილებელი იქნება დააზუსტოს დოკუმენტის დამატებითი მონაცემები (დააზუსტოს, რომელი აქვს ხელზე და მეორე მიუთითოს დაკარგულად).
დოკუმენტის თარგმნა/თარგმნის სისწორის დამოწმება
- საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მისი ასლი
- სათარგმნი დოკუმენტის ორიგინალი
- ქვითარი - დანიშნულებაში (Concepto) მიუთითეთ სახელი/გვარი
- თანხა უნდა ჩარიცხოთ BBVA ბანკის ანგარიშზე ES58 0182 2325 0002 9995 9955
ერთი გვერდის თარგმნისთვის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელია 09.00 ევრო
ცნობა ნასამართლეობის შესახებ
· საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მისი ასლი
-ნასამართლეობის ცნობა გაიცემა ესპანურ ენაზე.
-ცნობა უფასოა
ცნობა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ
· საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მისი ასლი
· ქვითარი - დანიშნულებაში (Concepto) მიუთითეთ სახელი/გვარი
-თანხა უნდა ჩარიცხოთ BBVA ბანკის ანგარიშზე 0182 2325 0702 0402 0424.
ცნობის საფასურია 17,87 ევრო
სხვადასხვა სახის ცნობები
· საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მისი ასლი
· ქვითარი - დანიშნულებაში (Concepto) მიუთითეთ სახელი/გვარი
-თანხა უნდა ჩარიცხოთ BBVA ბანკის ანგარიშზე ES58 0182 2325 0002 9995 9955.
ცნობის საკონსულო მოსაკრებელია 23,00 ევრო
საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა
· საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მისი ასლი
· დისკზე ჩაწერილი და ამობეჭდილი ბიომეტრიული ფოტოსურათი 3,5x4,5 ზე
· ქვითარი - დანიშნულებაში (Concepto) მიუთითეთ სახელი/გვარი
-თანხა უნდა ჩარიცხოთ BBVA ბანკის ანგარიშზე 0182 2325 0702 0402 0424.
პირადობის მოწმობის საფასურია 26.80 ევრო