შეხვედრა ლასარო გალდიანოს მუზეუმის დირექტორთან
23 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ქ. მადრიდში, ლასარო გალდიანოს მუზეუმის დირექტორთან, ქალბატონ ელენა ერნანდოსთან.
აღნიშნულ მუზეუმში დაცულია შუასაუკუნეების ქართული ტიხრული მინანქრის ასლების კოლექცია. შეხვედრაზე მუზეუმის ხელმძღვანელობასთან განხილულ იქნა ტიხრულ მინანქარზე მომუშავე თანამედროვე ქართველი ოსტატების ნამუშევრებისა და ლასარო გალდიანოს მუზეუმში დაცული კოლექციის ერთობლივი გამოფენის მოწყობის საკითხი.