Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდის თითოეულ ვიზიტორს.

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებული მჭიდრო, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ინტერესებზე, საერთო ევროპულ ღირებულებებსა და ასევე ისტორიულ კავშირ-ურთიერთობებზეა დაფუძნებული.

ძალიან ვაფასებთ ესპანეთის სამეფოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას, რაც განსაკუთრებით გამოიხატა 2023 წელს, ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით. ევროკავშირში გაწევრიანება ყოველთვის იყო საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რაც განმტკიცებულია ქვეყნის კონსტიტუციით.

ესპანეთში საქართველოს საელჩოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში როგორიცაა პოლიტიკა, ევროინტეგრაცია, ვაჭრობა და ეკონომიკა, კულტურა და განათლება, ტურიზმი და სპორტი; ასევე დიასპორასთან კავშირების განვითარება და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა.

საელჩო, რომელიც ამავდროულად აკრედიტებულია ანდორას სამთავროსა და მაროკოს სამეფოში, მიზნად ისახავს გადაფარვის ქვეყნებთან ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით. აგრეთვე, როგორც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში მუდმივი წარმომადგენლობის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას მსოფლიოს მასშტაბით.   

საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი და სოციალური ქსელების პლატფორმა Facebook და X საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ საელჩოს მიმდინარე საქმიანობასა და სიახლეებს, რათა მიიღოთ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაცია.