Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

საქართველოს საელჩო ესპანეთის სამეფოში

აკრედიტებულია ანდორის სამთავროში და მაროკოს სამეფოში

საქართველოს ელჩმა ალექსანდრე  ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ესპანური ავიაკომპანიის Air Europa ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორთან

2026 წლის 27 თებერვალს, ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე  ჭკუასელმა შეხვედრა გამართა ესპანური ავიაკომპანიის Air Europa ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორთან მანუელ პანადერო ლოპესთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განვითარების პერსპექტივები და პირდაპირი ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ესპანეთის ქალაქებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის, ვაჭრობის, საინვესტიციო ურთიერთობებისა და ხალხთაშორისი კავშირების შემდგომ გაღრმავებას.