- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ილია გიორგაძე
ილია გიორგაძე
პროფესიული გამოცდილება:
2018 წლის 19 მარტიდან ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
2012 წლის 1 თებერვლიდან - 2017 წლის 15 ივნისამდე, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
2009 წლის აპრილიდან – 2012 წლის 1 თებერვლამდე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
2006-2009 წლებში, ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში საქართველოს საელჩოს და ეუთო-სა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში უფროსი მრჩეველი
2005-2006 წლებში, საგარეო საქმეთა სამინიტროს ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
2000-2005 წლებში, თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში უფროსი მასწავლებელი
2004-2005 წლებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
2004 წელი, თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი
2001-2004 წლებში, ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი - სასამართლო რეფორმისა და ანტიკორუფციული პროგრამის დირექტორი.
2000-2001 წლებში, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე
1997-1998 წლებში, საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი.
განათლება:
2017 წელს მიენიჭა Aurel Vlaicu-ს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი, რუმინეთი;
2005 წელი, ლიდერთა კურსი, ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლებათა ევროპული ცენტრი, გერმანია;
1991-1996 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობა;
1998–1999 წლებში, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათას სკოლა LSE, ლონდონის უნივერსიტეტი, მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო და ევროპულ სამართალში
1990-1991, Shady Side აკადემია, პიტსბურგი, აშშ
პერსონალური ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 8 ნოემბერს, ქ. თბილისში
ფლობს ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ესპანურ ენებს
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი